თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე - ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ერდიქტი, რომელიც მოჰყვა გახელაძის დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით, მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა