7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ. ძველი ნაცნობები თავს შეგახსენებენ და ახლებიც გამოჩნდებიან. არ არის გამორიცხული, რომ გარემოებებმა თქვენგან გარკვეული ეშმაკობის გამოვლენა მოითხოვონ. მოგიწევთ ურთიერთობების შენარჩუნება მათთან, ვინც არ მოგწონთ. ეს არის არახელსაყრელი დრო სარისკო ფინანსური ტრანსაქციებისა და კრედიტით შესყიდვებისთვის.
კურო
ხელსაყრელი პერიოდია გეგმების განხორციელებისთვის. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული უნდა იყოთ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აზრი შეგიცვალონ, სავარაუდოდ,ცდებიან. ხელსაყრელი დროა იმიჯის შეცვლისა და ვარჯიშის დაწყებისთვის.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდეთ, ამიტომ, ეცადეთ უკან დახევის სტრატეგია შეიმუშავოთ ან მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან აიცილოთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ფინანსურად არ დაზარალდეთ. ერიდეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის პირველ ნახევარში სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ. ნუ მიიღებთ ემოციურ გადაწყვეტილებას. უმჯობესია, მნიშვნელოვანი ინიციატივებისგან დროებით თავი შეიკავოთ, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა. ეცადეთ თანმიმდევრულად იმოქმედოთ და ცრუ დაპირებებ არ გასცეთ.
ლომი
ამ დრეს შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ საქმე, რომელიც ადრე გაშინებდათ და შეუსრულებლად მიგაჩნდათ. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოთ. ერიდეთ ფულის სესხებას.
ქალწული
ამ დღეს მთელი ყურადღება სახლის კეთილმოწყობაზე და ოჯახურ პრობლემებზე გაქვთ გადატანილი. შეგიძლიათ სახლისთვის სასურველი ნივთები შეიძინოთ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს შეიძენთ, კარგი ხარისხის იქნება და დიდხანს მოგემსახურებათ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში არსებული გეგმების განხორციელებისთვის. ეცადეთ ჯანმრთელობას და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მეტი ყურადღება მიაქციოთ. სასურველია სპორტულ დარბაზში ან აუზზე სიარულის დაწყება.
მორიელი
ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რაც კარგად და ადვილად გამოგდით. ძველი მეგობრები თქვენს დასახმარებლად მოვლენ, თანაც ისე, რომ ამის თხოვნაც არ მოგიწევთ. შეყვარებულებისთვის ეს თანხმობისა და ურთიერთგაგების დროა, ამიტომ გირჩევთ რამე სასიამოვნო და საინტერესო დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
ერიდეთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ. ეცადეთ, თავად აავსოთ საკუთარი ცხოვრება დადებითი ემოციებით და სასიამოვნო ურთიერთობით. ამ ეტაპზე, რაც უფრო მეტ სიკეთეს გამოავლენთ, უახლოეს მომავალში მით უფრო მეტი დაგიბრუნდებათ.
თხის რქა
ეს დღე გარშემო მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის საუკეთესო არაა, რაც შინაგანი გაღიზიანებით, ემოციური სტრესით ან დაღლილობით არის გამოწვეული. განსაკუთრებული სიფრთხილე ფულთან დაკავშირებულ საკითხებში უნდა გამოიჩინოთ. შეეცადეთ იყოთ უფრო კეთილგანწყობილი და მომთმენი გახდეთ ოჯახის წევრების მიმართ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ საღამო მარტოობაში გაატაროთ.
მერწყული
ამ დღეს სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას - იზრდება ინფექციური დაავადებების ალბათობა და ტრავმის რისკი.
თევზები
ეს პერიოდი აქტიური მოქმედებისათვის არახელსაყრელია. თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელსაც ძველი წყენის გამო არ ელაპარაკებით, გირცევთ მასთან შერიგების გზა იპოვოთ. იზრუნეთ საკუტარ ჯანმრთელობაზე, მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ სტრესს.