თეგებით ძიება

როგორ მოვამზადოთ გემრიელი პიცა ტაფაზე 15 წუთში

ინგრედიენტები:

არაჟანი - 4 ს/კ
მაიონეზი - 4 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 9 ს/კ

მომზადების წესები:

ყველა კომპონენტი აურიეთ და მოზილეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი და ფაფუკი ცომი.

მიღებული ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ ცივ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით ტომატ პასტა, დაადეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი,ხახვი, დაჭრილი შებოლილი ძეხვი, ან ბეკონი წვრილად დაჭრილი. უხდება წითელი ბულგარული წიწაკაც. გემოვნების მიხედვით მოაყარეთ შავი პილპილი, მწვანილი და მარილი.

შეგვიძლია ხორცეულის მაგიერ, ხახვში მოთუშული სოკოთიც გააფორმოთ, ან კიდევ წვრილად დაჭრილი და მოთუშული ქათმის ფილე გამოიყენოთ.ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
მაგრამ რაც მთავარია, სულ ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაახურეთ ტაფას თავი და შედგით ნელ ცეცხლზე. პიცა 10-15 წუთში მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა