თეგებით ძიება
07. 02. 2021 მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი - რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს

რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ კრიზისების ან გახმაურებული ინციდენტების შემთხვევაში დაძაბულობის შესამცირებლად, არამედ რუსეთთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის „მკაცრი და სამართლიანი“ გზავნილების გადასაცემად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც „ურთიერთობები არ არის დამაკმაყოფილებელი“.

ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის პარალელურად, რუსეთმა ქვეყნიდან სამი ევროპელი დიპლომატი გააძევა. გერმანიის, შვედეთისა და პოლონეთის დიპლომატების გაძევების მიზეზად, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მათი მონაწილეობა სახელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა