თეგებით ძიება

8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ეცადეთ ადამიანების მიმართ ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ, საკუთარი სიტყვები და ემოციები აკონტროლოთ. თუ გრძნობთ, რომ საქმეს დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევთ და დახმარება გჭირდებათ, სანდო კოლეგებს მიმართეთ. ხელიდან არ გაუშვათ სასარგებლო კავშირების დამყარების შანსი.

კურო
თუ ახალი საქმის წამოწყება გადაწყვიტეთ, შეეცადეთ ეს გარეშე დახმარების გარეშე გააკეთოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ. სამუშაო დღის ბოლოს შეგიძლიათ უფროსთან საუბარი დაგეგმოთ.

ტყუპები
ეს პერიოდი საქმეების დინჯად და აუჩქარებლად შესრულებისთვის ხელსაყრელია. გახსოვდეთ, რომ პროფესიული საქმეების გარდა, არსებობს ოჯახი და საყვარელ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ. მოერიდეთ მათთან ურთიერთობას, ვინც გაღიზიანებთ. დააკვირდით გარშემო მყოფ ადამიანებს და ეცადეთ მომხდარი კარგად გააანალიზოთ.

კირჩხიბი
კარგი დროა მოგზაურობის, სწავლისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. ეცადეთ ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თქვენთვის უცნობ სფეროში შეიძლება შეცდომები დაუშვათ. თქვენი ინიციატივა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ და წარუმატებლად დასრულდება.

ლომი
ამ დრეს „დანის პირზე“ სიარული მოგიწევთ. პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას სიჩქარის, გუნდში შეუთანხმებელი მოქმედებებისა და გადაჭარბებული ამბიციების გამო. გირჩევთ პრიორიტეტები სწორად გათვალოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ.

ქალწული
მოსალოდნელია ახალ პროექტზე ერთობლივი მუშაობა, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა და მნიშვნელოვანი შეთანხმებები. თუ ამ დღეს საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, აუცილებლად დათანხმდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობისა და პროფილაქტიკური პროცედურებისთვის.

სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მთელი ყურადრება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე გადაიტანოთ. ამ ეტაპზე ეს თქვენთვის ყველაზე წარმატებული თემაა. გამორიცხული არაა, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო მონახოთ. გირჩევთ სხვა ადამიანების კონფლიქტში ნუ ჩაერევით, თუნდაც თუნდაც მხარეთა შერიგების მიზნით.

მორიელი
ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებაში გარკვეულ შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს იგრძნობთ. გამორიცხული არ არის საკუთარი ძალები და შესაძლებლობებიო სწორად ვერ გამოთვალოთ და არასწორი მიმართულება აირჩიოთ. შეეცადეთ არ დაკარგოთ ემოციური ბალანსი და არ დაიწყოთ ურთიერთობების გარკვევა მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი საქმე გელით. ეცადეთ თანმიმდევრულად იმოქმედოთ - მხოლოდ ერთი საქმის დასრულების შემდეგ შეუდექით მეორეს, შემდეგ მესამეს და ა.შ. ამრიგად, ნელა, მაგრამ აუცილებლად მიხვალთ მიზნამდე. ამ დღეს წარმატება გელით ყველაფერში, რაც პირად ურთიერთობებს ეხება.

თხის რქა
პროფესიულ საკითხებში ნუ აჩქარდებით, თორემ ვარაუდებში დაიკარგებით და ეჭვები შეგიპყრობთ. ეცადეთ თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერა მიიღოთ. ჩანაფიქრის განხორციელებას მხოლოდ ძალების გაერთიანებით შეძლებთ. სამსახურში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

მერწყული
ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად, დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ - ეს უმრავ ნერვიულობას და იმედგაცრუებას თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ სიტუაცია მშვიდად შეისწავლოთ და ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანებთან, რომელთა დახმარებაც შეიძლება დაგჭირდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაფერი მოძველებული და უსარგებლო თავიდან მოიცილოთ.

თევზები
ამ დღეს გამორიცხული არ არის სამწუხარო შეცდომები და გაუგებრობები. პრობლემების მიზეზები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები ან მუშაობის დროს არასწორი გათვლები. შესაძლოა, ხელმძღვანელობა დავალებებს ხშირად ცვლის და ახალ საქმეზე გადასვლა გიჭირთ. კარგი იქნება თუ საკუთარ შეცდომებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე მეტს იფიქრებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა