თეგებით ძიება
07. 02. 2021 მსოფლიო

პანდემიაზე უფრო საშიში - ბილ გეითსი კაცობრიობის 2 დიდ საფრთხეს ასახელებს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Microsoft-ის დამფუძნებელი, ამერიკელი ბილ გეითსი იმ საფრთხეებს ასახელებს, რომლებიც უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კაცობრიობას დაემუქროს.

მილიარდერის თქმით, კაცობრიობისთვის მთავარ საფრთხეებად შესაძლოა, კლიმატის ცვლილება და ბიოტერორიზმი აღმოჩნდეს. მისი ვარაუდით, აღნიშნული საფრთხეებით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე "ახლა პანდემიისგან".

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს გეითსმა თქვა, რომ თუ რამე "გაანადგურებს კაცობრიობას" უახლოეს 10 წელიწადში, ეს ვირუსი იქნაბა.

ცნობისთვის, covid-19-ით ამ ეტაპზე მსოფლიოში 106,420,647 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 2,321,990 დაავადებული გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა