თეგებით ძიება
07. 02. 2021 მსოფლიო

სტიქია ინდოეთში - უგზო-უკვლოდ დაკარგულია 150 ადამიანი

ინდოეთის შტატ უტარაკჰანდში მყინვარის დნობით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 150 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მაშველები დაკარგულ მუშებს ეძებენ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის პროექტზე მუშაობდნენ.

ამ დროისათვის, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

სასაზღვრო საპატრულო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მდინარის ნაპირთან არსებული საცხოვრებელი სახლები განადგურებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა