თეგებით ძიება
07. 02. 2021 მსოფლიო

ისტორიაში პირველად - რომის პაპმა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა

ისტორიაში პირველად, რომის პაპმა სინოდის მდივნად ქალი, ნატალი ბისქარტი დანიშნა.

როგორც BBC წერს, ნატალი ბისქარტი წარმოშობით საფრანგეთიდან არის. იგი პონტიფეს მრჩეველი იქნება და სინოდთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხებს განიხილავს.

ბისქარტი სინოდთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.

სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის „ახალი კარი“ გახსნა.

გარდა ამისა, გასულ წელს, პონტიფიკებმა 6 ქალი დანიშნეს საბჭოში, რომელიც ვატიკანის ფინანსებს კურირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა