ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით 11 თებერვალს ჩანიშნულ სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.
"ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ", - წერს ჯაღმაიძე.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ.