თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეს ალერგიულმა პაციენტმა ვაქცინაციამდე – ექიმის განმარტება

რა უნდა იცოდეს ალერგიულმა პაციენტმა ვაქცინაციამდე – ამის შესახებ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ ისაუბრა.

„თუ ადამიანი არის ალერგიული მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ, ასეთ პაციენტებზე არის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ ისინი აცრის შემდეგ 15 წუთი იყვენენ დაკვირვების ქვეშ. საქართველოს კანონმდებლობით და ჩვენც ასე გვირჩევნია, რომ პაციენტი უფრო დიდხანს გვყავდნენ დაკვირვების ქვეშ და თუკი ანამნეზში მას აქვს მსუბუქი ან მძიმე ალერგიული რეაქცია, დაყოვნდეს 30 წუთი“, – განაცხადა ექიმმა.

მანვე განმარტა, რა ტრენინგი უტარდებათ ამცრელ ბრიგადებს.
„ტრენინგი, რომელიც ამცრელ ბრიგადებს უტარდებათ, მოიცავს ინფორმაციას შესაძლო გართულებებზე. გაწერილია ის აღჭურვილობა, რაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე მწვავე რეაქციის სწრაფი და მყისიერი რეაგირებისთვის. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შესაძლო გართულების ამოცნობა ადრეული ნიშნებით. თუ მოხდა ამ ადრეული ნიშნების პროგრესირება, რა მედიკამენტები უნდა იქნას გამოყენებული. გადამრჩენი ანაფილაქსიისთვის არის ადრენალინი. ყველა ბრიგადას ექნება ალგორითმი, რა მოქმედების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ეს აცრები გაკეთდება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რომელთაც აქვთ გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს დახმარებას ბრიგადა და მას აუცილებლად დაეხმარება სტაციონარული ჯგუფი, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა გოთუამ „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა