თეგებით ძიება
08. 02. 2021 მსოფლიო

კაილი მინოუგი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ხმებს უარყოფს

ავსტრალიელი პოპ-მომღერალი კაილი მინოუგი თავისი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ჩვენ ყველას გვიყვარს სიყვარული, მაგრამ ჭორები ზოგჯერ ზღვარს ცდება. მე და პოლი ვხვდებით, თუმცა დაქორწინებულები არ ვართ“, - წერს 52 წლის მომღერალი.

მინოუგი​ GQ-ს დირექტორს, პოლ სოლომონსონს 2018 წლიდან ხვდება. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წყვილმა იქორწინა, რაც მედიასთან სოლომონსონის დედინაცვალმაც დაადასტურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა