თეგებით ძიება
08. 02. 2021 მსოფლიო

ზელენსკი რუსულ ვაქცინაზე: არ გვაქვს უფლება უკრაინელებზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის ეფექტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის და უკრაინელებზე ექსპერიმენტებს არავინ ჩაატარებს.

„ის, რომ „სპუტნიკV“-ი გარანტირებულ შედეგს იძლევა, ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის მოქალაქეები ხალხია და არა კურდღლები. არ გვაქვს უფლება, მათზე ექსპერიმენტები ჩავატაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს ვაქცინების მხოლოდ წამყვან მწარმოებლებთან ახორციელებდა.

„თებერვალში Pfizer-ის ვაქცინას მივიღებთ. დღეს ასევე მექნება საუბარი Pfizer-ის ხელმძღვანელთან. ვაქცინის პირველ ნაწილს აუცილებლად მივიღებთ’, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვას, შეცვლის თუ არა ის საკუთარ აზრს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის მარეგულირებელი რუსულ ვაქცინას დაამტკიცებს, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

„ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება ყველაზე ხარისხიანი ვაქცინების მწარმოებლებთან“.

29 იანვარს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრირებას არ აპირებს.

2 თებერვალს ჟურნალ The Lancet-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა. გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატის ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს, ამასთან ვაქცინა უსაფრთხოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა