თეგებით ძიება
08. 02. 2021 მსოფლიო

ბიჭმა, რომელიც 1 წელი კომაში იმყოფებოდა, კოვიდპანდემიის შესახებ არაფერი იცის

ბრიტანელი ბიჭი გამოვიდა კომიდან, რომელშიც თითქმის ერთი წელია, ავტოკატასტროფის შემდეგ იმყოფება და კორონავირუსის პანდემიის შესახებ არაფერი იცის, იმის მიუხედავად, რომ COVID-19 ორჯერ გადაიტანა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის ჯოზეფ ფლევილს 2020 წლის 1-ელ მარტს მანქანა დაეჯახა, რის გამოც მან ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. ეს ბრიტანეთში პირველი საყოველთაო ლოკდაუნის  გამოცხადებამდე 3 კვირით ადრე მოხდა.

ჯოზეფის ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს მათი უკვე ესმის, თუმცა ლაპარაკი ჯერჯერობით არ შეუძლია და გარშემომყოფებთან კომუნიკაციას თვალების დახამხამებით ამყარებს.

„არ ვიცი, როგორ უნდა ავუხსნათ ჯოზეფს ჩვენი ლოკდაუნების ამბები“, - ამბობს მოზარდის დეიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა