თეგებით ძიება
08. 02. 2021 მსოფლიო

კალიფორნიაში ტურისტებს სტუმრობის სანაცვლოდ ფულს გადაუხდიან

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურისტული ბიზნესი ძალიან დააზარალა, შედეგად დიდი ზიანი განიცადეს ქვეყნებმა და მათმა პატარა ქალაქებმა განსაკუთრებით, რომლებიც თავს სწორედ ამ ბიზნესით ირჩევდნენ.

კალიფორნიის ერთ–ერთი პატარა ქალაქი ტურისტული სეზონის ასაყვავებლად საინტერესო ხერხს მიმართავს. ის ტურისტებს 100$–ს სთავაზობს მათთან ვიზიტისა და დარჩენის სანაცვლოდ. შესაძლოა ეს თანხა სულაც არ ნიშნავდეს არაფერს, მაგრამ შეძლებთ მის მოხმარებას სხვადასხვა რესტორანსა თუ კაფეში.

სანტა მარიაში ჩასულ ნებისმიერ სტუმარს საჩუქრად ადგილობრივი ხელისუფლებისგან 100$–იანი ვაუჩერი გადაეცემა და ასევე ტურისტები მრავალი ფასდაკლებითა და შეღავათით სარგებლობას შეძლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა