9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისთვის. თუ არ იზარმაცებთ და საქმეს სამომავლოდ არ გადადებთ, ბევრის მიღწევას შეძლებთ. ყველაზე მთავარი რჩევა - არ მიიღოთ ფინანსური სფეროსთან დაკავშირებული შეთავაზებები, რომლებიც უცხო პირებისგან მომდინარეობს.
კურო
ეს პერიოდი ხელსაყრელია ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ გონივრულად იმოქმედებთ და ემოციებს არ აჰყვებით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. გარკვეულწილად, ეს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისა და ფინანსების რაციონალური გამოყენების დამსახურებაა.
ტყუპები
რთული და პრობლემებით დატვირთული დღეა. გირჩევთ კონფლიქტებში არ ჩაერთოთ, არ მოდუნდეთ და ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე არ გადაიტანოთ. უფროსის დავალებებს ნუ დაელოდებით და თავად გადაწყვიტეთ, რა უნდა გააკეთოთ. სასურველია გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყება.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმების შედგენისთვის. მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლაში წარმატება ელით. მეტიც, სასწავლო პროცესი თქვენთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოც იქნება. შედარებით მოკლე დროში თქვენ შეძლებთ უამრავი ახალი და სასარგებლო რამ გაიგოთ.
ლომი
ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც ბევრი საქმე გელით, თუმცა, ნებისმიერ გამოწვევას ენთუზიაზმით და შთაგონებით გაუმკლავდებით. ეცადეთ ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ. ბავშვებს ახლა ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ქალწული
დროა იმ საქმის დასრულებაზე იზრუნოთ, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეწთ. გირჩევთ პროფესიული საკითხების მოგვარებისას გამოცდილი კოლეგების რჩევები გაითვალისწინოთ. თქვენს ცხოვრებაში მეგობრების პოზიტიური როლი იზრდება. კარგი დროა ახალი ხალხის გაცნობისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის.
სასწორი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეს უჩვეულოდ ადვილად და სწრაფად გაუმკლავდებით. თქვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობაც კი წარმატებული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და შეცდომები დაუყოვნებლივ გამოასწოროთ. დროა დიდი ხნის წინ დაგეგმილი შედსყიდვა განახორციელოთ.
მორიელი
სამსახურში უმიზეზო ქაოსი და აურზაური გელით. საქმეები, რომლებსაც სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ. ხელსაყრელი დღეა გართობის, შეხვედრებისა და სასიყვარულო პაემნებისთვის.დღის მეორე ნახევარში ეცადეთ უფროსი ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე ყოველმხრივ ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ გეგმები შეადგინოთ და თამამი იდეები განახორციელოთ. წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დსაკავშირებული პრობლემები, ამიტომ გირჩევთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართოთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.
თხის რქა
ხელსაყრელი პერიოდია სამეწარმეო და ბიზნეს-საქმიანობისთვის. შეგიძლიათ ექსპერიმენტები თამამად განახორციელოთ. შეცდომები კიდეც რომ დაუშვათ, სერიოზული შედეგები არ მოჰყვება. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. ნუ დატოვებთ საფულესა და საბანკო ბარათებს უყურადღებოდ.
მერწყული
სერიოზულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ, რადგან მოულოდნელი დაბრკოლებები გაჩნდება. თავი შეიკავეთ აქტიული ქმედებებისგან. გამორიცხული არ არის, რომ მენეჯმენტთან, კოლეგებთანდა ხელწვეითებთან ურთიერთობაში გაუგებრობები გელით. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადაამოქმოთ. თქვენით მანიპულირების საშუალება არავის უნდა მისცეთ.
თევზები
თითქმის ყველაფერი, რასაც ამ პერიოდისთვის გეგმავთ, წარმატებით დასრულდება, რაც უფრო მეტ მოტივაციას გაგიჩენთ. თუ ხვდებით, რომ ჯერ გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ ხართ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ურთიერთობების გარკვევაზე დრო არ დაკარგოთ. პირიქით, დათმობაზე წადით და წყენა დაივიწყეთ. სასურველია გარემოს შეცვლა. თუნდაც ორიოდე დღით.