თეგებით ძიება

ცაგერში, ჰესის მშენებლობის ადგილას, მეწყერი ჩამოწვა

ცაგრის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოლეკულაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, მეწყერი ჩამოწვა – ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

“ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური კასკადის მშენებლობა. ვხედავთ, როგორი ქანებია აქ და ცოტა წვიმის შედეგად კი რა შედეგები დგება…. ბუნებამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ შეიძლება აქ ამ ტიპის მშენებლობა. სამწუხაროა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღებს ეს ყველაფერი არ ესმის და ჯიუტად ცდილობენ, რომ გააგრძელონ ის უკანონო მოქმედებები ჩვენ ხეობაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა