თეგებით ძიება
08. 02. 2021 მსოფლიო

გერმანია, პოლონეთი და შვედეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

გერმანიამ, პოლონეთმა და შვედეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ისინი ქვეყნებს იძულების წესით დატოვებენ. ეს საპასუხო ნაბიჯია რამდენიმე დღის წინ კრემლის მიერ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევებაზე, რომლებიც რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი 5 თებერვალს გააძევა, როდესაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა