თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

Facebook-ი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

Facebook-ი კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. სააგენტო Reuters-ი სოციალური ქსელის ადმინისტაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გააფართოებს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული მცდარი განცხადებების სიას, რომელიც პლატფორმაზე იბლოკება.

ამ სიაში მოექცევა განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის მომწამვლელია ან აუტიზმს იწვევს. კომპანიამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან და მის ვაქცინებთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებების რაოდენობა იზრდება, რომელსაც პლატფორმა დაბლოკავს.

როგორც Facebook-მა განაცხადა, იმ ჯგუფებს, გვერდებსა და ანგარიშებს წაშლის, რომლებიც მსგავს მიზნებს ემსახურებიან. კომპანიის თქმით, ის მომხმარებლებს იმის დადგენაშიც დაეხმარება, თუ სად და როდის შეძლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა