თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

იტალია Pfizer-ისა და Moderna-​ს ვაქცინებით 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის აცრას იწყებს

იტალია Pfizer-ისა და Moderna-​ს ვაქცინებით 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის აცრას იწყებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად თავიანთი ვაქცინის განაწილებისკენ მოუწოდებს.

Oxford-ისა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც აცხადებენ, რომ ვაქცინა პანდემიასთან გლობალურ ბრძოლაში კვლავ მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, AstraZeneca-​მ ვირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ მხოლოდ 10%-იანი შედეგი აჩვენა.

ტურიზმის სფეროში შეთანხმებას მიაღწიეს საბერძნეთმა და ისრაელმა. ვაქცინირებული მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მოგზაურობას ფრენების განახლებისთანავე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა