თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

სტამბოლში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა და შენობების სახურავები დააზიანა

თურქეთის უდიდეს ქალაქს სტამბოლს დღეს დილით ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა.

სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა