თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქში კორონავირუსზე ტესტს კატებს და ძაღლებსაც ჩაუტარებენ. ამის შესახებ განაცხადება სეულის მერიაში გააკეთეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ კნუტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამასთან, მერიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ტესტს მხოლოდ იმ შინაურ ცხოველებს გაუკეთებენ, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის სიმპტომები აღენიშნებათ ან მათ მეპატრონეს ვირუსი გამოუვლინდა. თუ ცხოველს ვირუსი დაუდასტურდა, ის სახლის პირობებში კარანტინს გაივალის.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შინაური ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფქსირებულა, ამიტომ ცოხველების იზოლაცია საჭირო არ არის. თუმცა, თუ მეპატრონე ავად არის და ცხოველის მოვლა არ შეუძლია, მაშინ მას მერიის თავშესაფარში გადაიყვანენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა