თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

თურქეთში კაცმა კოვიდინფიცირებულისგან ნაყიდი ნერწყვით ყოფილი უფროსის მოკვლა სცადა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისგან ნაყიდი ნერწყვით თავისი ყოფილი უფროსის მკვლელობის მცდელობის შესახებ თურქული პრესა წერს

თურქეთის ქალაქ ადანაში მცხოვრებმა, ავტომობილების სალონის მეპატრონე იბრაგიმ იუნვერდიმ ავტომობილის გაყიდვის შემდეგ კლიენტის მიერ გადახდილი 215 ათასი ლირა (~30 ათასი $) თავის თანამშრომელ რამაზან ჩ-ს გადასცა და ოფისში მიტანა დაავალა. რამაზანი ჩ. ფულთან ერთად გაუჩინარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ იბრაგიმმა შეძლო რამაზანთან ტელეფონით დაკავშირება და მან განაცხადა, რომ ოფისში მისატანი ფულით მევახშის ვალი გაისტუმრა.

ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლისგან იბრაგიმმა შეიტყო, რომ ფულით გაუჩინარებამდე რამაზანმა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტს 500 ლირა გადაუხადა ნერწყვში, ჩაიში შეურია და მისი დაინფიცირება სცადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ იბრაგიმმა ჩაი არ დალია და არ დასნებოვანდა.

იბრაგიმი ამბობს, რომ მომხდარი ამბების პრესით გახმაურების შემდეგ რამაზანი გაღიზიანდა და დაემუქრა: „ვერ მოგკალი ვირუსით, მაგრამ თავს გაგიხვრეტ”.

იბრაგიმის თქმით, მან რამაზანი სამსახურში სამი წლის წინ აიყვანა და მას ძირითადად, მისი ბავშვების სკოლაში წაყვანა და სკოლიდან სახლში მიყვანა ევალებოდა. შემდეგ თანდათანობით ოფისში დაევალა ფულთან დაკავშირებული საქმეები და მას იმდენად ენდობოდა, რომ სეიფის გასაღებს აძლევდა.

მან ჩემი მოკვლა უცნაური მეთოდით სცადა. მოხუცი მშობლები მყავს, ქრონიკული დაავადებების მქონე, მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩი. ახლა მუქარით სავსე შეტყობინებებს მიგზავნის და მეშინია ბავშვების, ცოლის, ჩემ გამო, – აცხადებს იბრაგიმი.

მეშინია ბავშვების და ჩემ გამო, მეშინია ბავშვებთან ერთად გარეთ გასვლის, ვზივართ სახლში, ფანჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული, საკუთარ სახლში ისე ვართ, როგორც ციხეში, მინდა რომ მალე დაიჭირონ ის, ვენდობი მართლმსაჯულებას და მჯერა რომ შესაბამის სასჯელს მიიღებს, – ამბობს იბრაგიმის ცოლი.

იბრაგიმის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურაში საჩივრის და ფაქტობრივი მასალის წარდგენის შემდეგ მის კლიენტს დაცვა დაუნიშნეს და ახლა პროკურატურა რამაზანის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

თურქეთში კაცმა კოვიდინფიცირებულისგან ნაყიდი ნერწყვით ყოფილი უფროსის მოკვლა სცადა





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა