თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

ჩემპიონი, რომელმაც 20 ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობა

ჩემპიონი - ეს არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებისკენ ისწრაფის და იმარჯვებს კიდეც. კაცობრიობის ისტორიაში არაერთი ჩემპიონია. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ სპორტსმენი შავარშ კარაპეტიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ჩემპიონის სტატუსს.

კარაპეტიანი - სომეხი მოცურავეა, რომლმაც მსოფლიო ჩემიონატი 17-ჯერ მოიგო. 13-ჯერ იყო ევროის ჩემპიონი, ხოლო 7-ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ამის გარდა, მან 11-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მაგრამ მიუხედავად ამისა კარაპეტიანი ნამდვილი ჩემიონი ერთი ისტორიით გახდა.

როდესც შავარშ კარაპეტიანი 15 წლის იყო, მას თავს დაესხნენ და სცემეს, შემდეგ თავში ქვა ჩაარტყეს, ხელები შეუკრეს და ტბაში გადააგდეს.

ბიჭმა ძვლივს მოახერხა ხელების გათავისუფლება და როგორც იქნა ნაპირზე გამოცურა. ასე მოახერხა მან თავის გადარჩენა. ამ ინციდენტის შემდეგ დაინტერესდა ის ცურვით და ამ სპორტით სერიოზულად დაკავდა. სულ მალე არაერთი გამარჯვება მოიპოვა და ცნობილიც გახდა. 18 წლის ასაკში ის უკვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო, ხოლო 2 თვის შემდეგ მსოფლიო რეკორდიც მოხსნა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

კარაპეტიანის ბევრ სპორტსმენს შუდა. კონკურენტები მის ჩამოცილებას გეგმავდნენ. ერთხელ კიევში მიმდინარე ჩემპიონატის დროს, მოცურავეს ჟანგბადის ონკანიც კი დაუზიანეს. თუმცა ასეთ პირობებშიც კი მოახერხა ახალგაზრდა სპორტსმენმა შეჯიბრის მოგება.

კიდევ ერთ სასიკვდილო შემთხვევას კარაპეტიანი 1974 წელს გადაურჩა. ავტობუსი, რომლითაც ის მგზავრობდა, ავარიაში მოჰყვა და შესაძლოა ხევში გადაჩეხილიყო. სპორტსმენი არ დაიბნა, წამებში გადაჯდა საჭესთან და ავტობუსი ხევში გადაჩეხვისგან იხსნა. იმ დღეს მან 30 სიცოცხლე გადაარჩინა.

ამ ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ, კარაპეტიანი ერევნის ტბაზე ჩვეულებისამებრ სეირნობდა. უცებ დაინახა, რომ მის სიახლოვეს მიმავალი ტროლეიბუსი ყინულზე მოცურდა და ტბაში გადავარდა...

დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ მგზავრების უმრავლესობამ გონება დაკარგა, ხოლო ტროლეიბუსმა ტბაში ჩაძირვა დაიწყო. მოცურავე არც კი დაფიქრებულა, ისე გადაეშვა ყინულიან წყალში. ფეხებით ჩაამტვრია ტროლეიბუსის ფანჯრები და იქედან ხალხის ამოყვანა დაიწყო. მას ნაირთან რამდენიმე ადამიანი ეხმარებოდა. ტროლეიბუსი ნაპირიდან 25 მეტრის მოშორებით იყო, 10 მეტრის სიღრმეზე. კარაპეტიანმა 30 ჩაყვინთვა განახორციელა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა. საბოლოო ჯამში მან ჩაძირული ავტობუსიდან 46 მგზავრი ამოყვანა, აქედან მხოლოდ 20 გადარჩა. თუმცა რომ არა უშიშარი სპორტსმენის ასეთი თავგამოდება, მეტი მსხვერპლი იქნებოდა.

როდესაც მან ბოლო მგზავრიც ამოიყვანა ტბიდან, დატვირთვას ვეღარ გაუძლო და კომაში ჩავარდა. იგი კომაში 46 დღე იმყოფებოდა. საბოლოოდ სპორტსმენი კომიდან გამოვიდა, მაგრამ მისი სპორტული კარიერა დასრულდა. მან ცურვის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

კარაპეტიანის გმირობის ისტორიაზე 1982 წლამდე არავინ იცოდა, გარდა ერევნის მაცხოვრებლებისა, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ. 1982 წელს კი ეს ისტორია გაზეთში გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა მთელი საბჭოთა კავშირისთვის.



https://umbrella.green/spas-20-chelovek-navsegda-poteryav-svoyu-kareru-istoriya-cheloveka-kotoruyu-stoit-peredavat-svoim-detyam/



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა