თეგებით ძიება

სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ძალიან მძიმე შედეგი მოსდევს - ფონიჭალაში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის

ფონიჭალაში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. უფლებადამცველთა განცხადებით, იძულებითი ქორწინების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორც ისინი აცხადებენ, ამ მძიმე დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს:

"ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ სტრუქტურები არ მუშაობენ კოორდინირებულად. მთელი ტვირთი უმეტესად შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადატანილი, მაშინ როდესაც, შსს განათლების უწყების და სოციალური სამსახურის გარეშე ამაზე ვერ იმუშავებს. სამწუხაროდ, სანამ მძიმე შედეგი არ დადგება ხოლმე, მანამდე შედეგი არ გვაქვს. ეს არის სისხლის სამართალი დანაშაული, რასაც ძალიან მძიმე დარღვევები მოსდევს ამ შემთხვევას", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა