თეგებით ძიება

რა გელით კუროებს თებერვალში?

თებერვალში პლანეტების მოძრაობის ერთ-ერთი მახასიათებელია მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მერწყულში, რაც 30 იანვრიდან 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამ დღეების განმავლობაში, ბევრმა ადამიანმა და განსაკუთრებით, მერწყულებმა შეიძლება საქმის მიმდინარეობაში შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა იგრძნონ. მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება გართულდეს და შეცვალოს. ის, რაც იანვრამდე საკმაოდ აშკარა და შეთანხმებული იყო, შეიძლება გადაიხედოს ან გაუქმდეს. ჩვეულებრივზე ხშირია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და ინტერნეტს.

შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გაჩერდეთ და მოიფიქროთ სწორი მიმართულებით მოძრაობთ თუ არა.

რეტროგრადული მერკურის ფონზე, სატურნსა და ურანს შორის დაძაბულობა იმატებს. ეს იშვიათი და ძლიერი ასპექტია, რომელიც დაახლოებით 45 წლის განმავლობაში ორჯერ მეორდება. სატურნ-ურანის მოედნის სიმბოლიკა წარმოადგენს შეურიგებელ ბრძოლას ქაოსსა და წესრიგს შორის. ურანი შეუზღუდავი თავისუფლებისკენ უბიძგებს ყოველგვარი წესების და პასუხისმგებლობის სრული არარსებობის პირობებში.

სატურნი პირიქით, წესრიგსა და დისციპლინას მკაცრად იცავს და ცდილობს არსებული წესრიგი შეინარჩუნოს. ეს არის რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის ბრძოლის კლასიკური მაგალითია გაურკვეველი შედეგით.

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვლის შემდეგ, ყველა პლანეტა იმოძრავებს პირდაპირი მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანეწბის მოქმედება გაცილებით თავდაჯერებული გახდება. თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეები: 13, 14, 24, 25, 26. დაძაბული დღეები: 6, 7, 10, 17, 19.

კურო
გამორიცხული არაა, რომ თებერვლის დასაწყისსა და შუა რიცხვებში სერიოზული სირთულეებს შეეჯახოთ. ამ დღეების მთავარი პრობლემა შეიძლება თვენი ჩანაფიქრის განხორციელებას უკავშირდებოდეს. ეს შეიძლება არახელსაყრელი გარემოებები ან კონკრეტული ადამიანები იყვნენ, რომლებიც გზაზე გადაგეღობებიან. თუ საუბარია კარიერაზე, მაშინ შესაძლოა, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოგივიდეთ - სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენი ამბიციურობა და თავის წარმოჩენის სურვილი გააღიზიანებს. გირჩევთ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვენი ქმედებები შეიძლება სპონტანური და არათანმიმდევრული იყოს,ხოლო თქვენ რაღაც უფრო სისტემური და ორგანიზებული დაგიპირისპირდეთ. ამიტომ, ამ ბრძოლაში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი გაქვთ. ალბათ ამ ეტაპზე უფრო გონივრულია თქვენი ინიციატივების განხორციელება უფრო ხელსაყრელ მომენტამდე გადადოთ. თებერვლის ბოლო კვირაში სიტუაცია გაუმჯობესდება და მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერას იგრძნობთ. გარე ფაქტორებიც უფრო ხელსაყრელი გახდება. ამ დღეებში სასიხარულო ცნობას უნდა ელოდოთ. თქვენი სანუკვარი სურვილები შეიძლება თავისთავად ასრულდეს.

თებერვლის ყველაზე წარმატებული დღეებია: 11, 12, 14, 25, 26. რთული დღეები: 5, 6, 17, 19, 20.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა