თეგებით ძიება

”ვინმეს რომ ეთქვა, წვერიანი ქალი გახდებიო..“ - კონჩიტა ვურსტის სევდიანი აღიარება

ავსტრიელი მომღერალი ტომას ნოივირტი, რომელიც უფრო ცნობილია თავისი სასცენო ფსევდონიმით - კონჩიტა ვურსტი, 2014 წელს, ევროვიზიის კონკურსის ნამდვილი სენსაცია გახდა. „წვერიანი ქალის“ იმიჯს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, თუმცა ამას კონჩიტასთვის ხელი არ შეუშლია, რომ განსაცვიფრებელი გამარჯვების მოეპოვებინა.

წლების შემდეგ, ტომასმა ბრიტანეთის ერთ-ერთ ტელევიზიას გულწრფელი ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, 10 წლის წინ ვერ წარმოიდგენდა, რომ პოპულარობას წვერიანი ქალის იმიჯით მოიპოვებდა და ევროვიზიაზე გაიმარჯვებდა.

”ათი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ წვერიანი ქალბატონი გავხდებოდი და ხალხს ეს მოეწონებოდა, მკურნალობის დაწყებას ვურჩევდი“ - ამბობს ვურსტი ინტერვიუში.

მომღეწრალი აღიარებს, რომ „წვერიანი ქალის“ იდეა იმ დევნის გამო გაუჩნდა, რომელსაც სკოლაში სწავლის პერიოდში და მას შემდეგ განიცდიდა. 2011 წლიდან მან წვერიანი ქალის იერი მოირგო, რომ საზოგადოებისთვის განსხვავებული ადამიანების მიმართ მეტი ტოლერანტობის გამოჩენა მოეწოდებინა.

ტომას ნოივირტი ქალის ტანსაცმლის მიმართ ინტერესს პატარაობიდანვე ავლენდა. გარდატეხის ასაკში მან შენიშნა, რომ მამაკაცები იზიდავდა, თუმცა ეს მის გარდა სხვებმაც შენიშნეს და ამის გამო სკოლაში სასტიკ დევნას განიცდიდა.

„ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებულმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა „პროექტი“ სახელწოდებით კონჩიტა ვურსტი დაესრულებინა და ისევ მამაკაცურ სტილს დაბრუნებოდა. მომღერლის თქმით, კონჩიტამ ისე ძალიან დაღალა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მისი განადგურება სურს.

„ამ ქალთან, რომელთან ერთადაც მე „ევროვიზიაზე“ გავიმარჯვე, ყველაფერს მივაღწიე. მისგან მე უკვე აღარაფერი მინდა. მე ვმუშაობ ახალი პერსონაჟის შექმნაზე, ამიტომ, კონჩიტა უნდა მოვკლა. ამჯერად მე ვეძებ საქმეს, რაშიც შევძლებ რეალიზებას. ტომი ამიტომ აუჯანყდა მას“, - განაცხადა ნოივირტმა, სინანულის გარეშე მოიშორა რა ქალის ტანისამოსი და დაუბრუნდა თავის ბუნებრივ სახეს.

ცნობილია, რომ მომღერალი აივ-ინფიცირებულია. ამის შესახებ მან საჯაროდ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისმა პარტნიორმა ამ ფაქტით დაშანტაჟება გადაწყვიტა.

მსახიობი დღესდღეობით მამაკაცის ტანსაცმლით გამოდის, თუმცა გრძელ თმაზე უარი არ უთქვამს. ახლა ის მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელმაც ვერ გაუძლო ყოველდღიურ მაკიაჟს, რეგულარულად ფეხების პარსვას, მანიკურის კეთებას, ქუსლებზე სიარულს და ძველ ცხოვრებასთან დაბრუნება გადაწყვიტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა