თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

შეცდომით ამპუტირებული ჯანმრთელი ფეხი და სათესლე ჯირკვალი - შოკისმომგვრელი სამედიცინო შეცდომები

შეცდომას ყველგან და ყოველთვის არასასურველი შედეგები მოჰყვება, მაგრამ თუ შეცდომა პაციენტის მკურნალობის დროს დაუშვით, შეიძლება კატასტროფული შედეგები მიიღოთ.

გთავაზობთ მედიკოსების მიერ, მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომების ათეულს, რომელიც ექიმსაც და პაციენტსაც დიდხანს ემახსოვრება.

1. როცა მარჯვენა მარცხენაში გერევა
წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი ხართ, რომელმაც ერთ დღეს შენიშნა, რომ ერთი სათესლე ჯირკვალი მეორეზე პატარაა. ექიმი თქვენს შიშებს ადასტურებს - ეს კიბოა. ახლა შენი ცხოვრება არც ისე ჩვეულებრივია, მაგრამ საბედნიეროდ, ექიმმა იცის რა უნდა გააკეთოს. ის სათესლე ჯირკვლის მოცილებას გთავაზობთ და თქვენ ოპერაციას თანხმებით, მაგრამ სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინთ, რომ ექიმმა შეცდომით მეორე სათესლე ჯირკვალი ამოკვეთა და არჩევანი აღარ გაქვთ... საჰაერო ძალების ვეტერანმა ბენჯამინ ჰოთტონმა მიყენებული ზარალის ოდენობა $ 200,000 დოლარად შეაფასა.

2. ტვინზე ოპერაცია არასწორი მხრიდან
რა შეიძლება სათესლე ჯირკვლის ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომეე უარესი იყოს? ალბათ მხოლოდ ტვინის ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომა, რომელიც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. როდ აილენდელმა ქირურგებმა თავის ქალა არასწორი მხრიდან გაბურღეს და ოპერაცია ტვინის დაუზიანებელ უბანზე დაიწყეს. სამიდან ორ შემთხვევაში ექიმმა დროულად გააცნობიერება, რომ საშინელ შეცდომას უშვებდა და შედეგი გამოასწორა. ერთ პაციენტს კი არ გაუმართლა .. ამ შეცდომისთვის საავადმყოფომ 50 000 დოლარი გადაიხადა.

3. ჯანმრთელი ფეხის ამპუტაცია
1995 წელს ახალგაზრდა მამაკაცს, უილი კინგს ქირურგმა შეცდომით ჯანმრთელი ფეხი მოკვეთა. დაავადებული ფეხის მოკვეთის შემდეგ კი ვილის არც ერთი ფეხი აღარ დარჩა. როგორც ჩანს, პროცედურისთვის ქირურგმა ფეხი ყველა ჩანაწერში არასწორად მონიშნა და გულწრფელად სჯეროდა, რომ „სწორ“ ფეხზე მუშაობდა. კინგმა ექიმს და საავადმყოფოს უჩივლა. მან ქირურგს ლიცენზია ჩამოართვა და ზარალის კომპენსაციის სახით 1,2 მილიონი დოლარი მიიღო.

4. პაციენტის სხეულში დარჩენილი ქირურგიული ინსტრუმენტი
ვაშინგტონის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა დონალდ ჩერჩს სიმსივნე წარმატებით მოაცილეს, მაგრამ სხეულში 13 სანტიმეტრიანი ქირურგიული ინსტრუმენტი დაუტოვეს. ექიმებმა აღიარეს, რომ შეცდომა დაუშვეს. ჩერჩი საავადმყოფოში გულმკერდის არეში ტკივილის გამო დაბრუნდა და რენტგენის გადაღების დროს რეტრაქტორი გამოჩნდა. საბედნიეროდ, ექიმებმა ნივთის ამოღება სწრაფად შეძლეს და ჩერჩს 100 ათასი დოლარი გადაუხადეს.

5. მაკრატელი მუცლის ღრუში
2011 წელს ლიონელ ექიმებს პაციენტის მუცლის ღრუში მაკრატელი დარჩათ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ექიმებთნ მუცლის ტკივილს უჩიოდა, ისინი კი არწმუნებდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ტკივილი ნორმალურია. როდესაც პაციენტმა სისხლის ამოხველება დაიწყო, ექიმებმა რენტგენი გადაუღეს და ოპერაციის დროს, მუხლის ღრუში დარჩენილი მაკრატელი აღმოაჩინეს.

6. შეცდომა ხელოვნური განაყოფიერების დროს
იუტას შტატში მცხოვრებმა უშვილო ცოლ-ქმარმა მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ბავშვის გაჩენა ინ ვიტრო განაყოფიერების გზით სცადა. პროცედურა წარმატებით დასრულდა, ცოლ-ქმარი პატარას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როცა ქვეყანას მოევლინა თეთრკანიანი მშობლების ფერადკანიანი შვილი. წყვილმა შვილი სახლში წაიყვანა, ხოლო საავადმყოფოს მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა.

7. ლითონის ხრახნები ხერხემალში
არტურო იტურალდემ საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში 5,6 მილიონიანი სარჩელით შეიტანა და მოიგო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, მამაკაცმა ზურგის არეში ტკივილი იგრძნო და ქირურგს მიმართა, რომ ლითონის კონსტრუქციებით ხერხემლის ფიქსაცია მოეხდინა. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ არტურომ ზურგის არეში უფრო ძლიერი ტკივილი იგრძნო და საავადმყოფოში დაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქირურგმა ლითონის დამჭერების ნაცვლად, ხრახნები გამოიყენა, რომლებმაც დატვირთვას ვერ გაუძლეს. ქირურგის შეცდომა საავადმყოფოს 5,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.

8. სექსით „მკურნალობა“
პოლ ლოზანომ, რომელიც დეპრესიით იტანჯებოდა, დახმარებისთვის ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექიმს, მარგარეტ ბინ-ბაიოგს მიმართა. ექიმმა პაციენტს სეანსები დაუნიშნა და მასთან „სამკურნალო სექსით“ დაკავდა. ასეთი „მკურნალობა“ იმით დასრულდა, რომ ლოზანომ თავი მოიკლა. მოგვიანებით, მისმა ოჯახმა ექიმს უჩივლა, რომელიც იძულებული გახდა, კომპენსაციის სახით დაღუპულის ოჯახისთვის $ 1 მილიონი დოლარი გადაეხადა. საბოლოდ, შეშლილ ექიმს ლიცენზია გააუქმეს.

9. ცრუ პლასტიკური ქირურგი
ექიმი რეინალდო სილვესტერი საკმაოდ ცნობილ პლასტიკურ ქირურგად ითვლებოდა. ერთხელ მას დახმარებისთვის ბოდიბილდერმა მიმართა, რომელსაც გულმკერდის კუნთების შესწორებას სურდა. ამის ნაცვლად, რომ ბიჭს ქალის მკერდი გაუკეთა.
ბოდიბილდერმა ექიმის წინააღმდეგ სასამართლოჭი სარჩელი შეიტანა, სადაც გაირკვა, რომ ქირურგი სამედიცინო ლიცენზიის არმქონე შარლატანი იყო. სასამართლოს მიმდინარეობის დროს, ის ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ აიძულეს დაბრუნებულიყო და ბოდიბილდერისთვის 5 მილიონი დოლარი გადაეხადა.

10. შეცდომით ჯანმრთელი ფეხის ამპუტაცია
ავსტრალიელმა ექიმებმა შეცდომით ჯანმრთელი ფეხის ამპუტაცია გააკეთეს. მათი უყურადღებობის შედეგად 90 წლის ქალბატონმა ორივე ფეხი დაკარგა. სისხლძარღვების მძიმე დაავადების მქონე მოხუცი ტიროლის წმინდა იოანეს საავადმყოფოში ტერფის ექსტრემალური ამპუტაციისთვის დააწვინეს, მაგრამ ქირურგებმა პაციენტს შეცდომით ჯანმრთელი ფეხი მოჰკვეთეს, ხოლო როცა შეცდომა გაირკვა, ბუნებრივია, ჩატარდა იმ ტერფის ამპუტაციაც, რომელსაც ნამდვილად სჭირდებოდა მოკვეთა. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. უცნობია, რამ გამოიწვია შეცდომა, აგრეთვე ისიც, დასაჯეს თუ არა ქირურგები. ავსტრიის სამართალდამცავი ორგანოები ამ შემთხვევის გამოძიებას შეუდგნენ. შესაძლოა, ქირურგებს ბრალი წაუყენონ სამსახურებრივი გულგრილობისა და პაციენტის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა