თეგებით ძიება

რატომ გრძნობენ ცხოველები მოსალოდნელ საფრთხეს?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხოველები მოახლოვებულ საფრთხეს წინასწარ გრძნობენ. ზოოლოგები და ზოოფსიქოლოგები ამ ფენომენს სხვადასხვა ცხოველებში განსხვავებულად ხსნიან, თუმცა ეს ერთი და იგივე მოვლენის ორი მხარეა.

თვითგადარჩენის უაღრესად მაღალგანვითარებული ინსტიქტის წყალობით, ცხოველები წინასწარ გრძნობენ სტიქიური უბედურების მოახლოვებას და უბედურებასაც კი, რომელიც შეიძლება მათ პატრონებს დაემართოს.

ადამიანები ამას ინტუიციასაც ვუწოდებთ, სინამდვილეში, ინტუიცია მხოლოდ ტვინის მყისიერი რეაქციაა სიგნალებზე, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებით დაკავებულ ცნობიერს შეუმჩნეველი რჩება.

ცხოველებსა და მწერებს არ აქვთ ისეთი ფართო გონებრივი აქტივობა, როგორც ადამიანს, ამიტომ მათთვის ბუნებრივ „არაცნობიერ“ პროცესებზე რეაგირება ბევრად უფრო ადვილია. მათი ტვინი შექმნილია ისე, რომ ინსტინქტებით იცხოვრონ, ამიტომ ბუნების ნიშნებს გადაშლილი წიგნის მსგავსად კითხულობენ. ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში ადამიანებმა ეს შესაძლებლობა დაკარგეს და ტვინი დატვირთეს უზარმაზარი რაოდენობით ინფორმაციით, რომელიც გადარჩენისთვის უსარგებლოა.

ადამიანის ტვინის გაზრდილმა აქტივობამ ასევე გამოიწვია ისეთი სასარგებლო უნარების დაკარგვა, როგორიცაა მახვილი მხედველობა, კარგი სმენა, სუპერმგრძნობიარე ყნოსვა და სხვა ყველაფერი, რაც ბუნებრივია ცხოველური სამყაროსთვის.

ზოგჯერ, როდესაც ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი, თანდაყოლილი ინტუიცია ამუშავდება, ადამიანი ამას სასწაულად აღიქვამს. ჩვენი ოთხფეხა ეგობრები კი ამ პატარა სასწაულს“ ყოველ დღე იყენებენ.

ცხოველები აღჭურვილნი არიან ინტუიციის სპეციალური „ხელსაწყოებით“. ყველა ცხოველი, რომელსაც ბუნებამ ეკოლოკაციის საოცარი ნიჭი აჩუქა, შესანიშნავად გრძნობს მიწის სიღრმეში მიმდინარე უმნიშვნელო პროცესსაც კი. ამის წყალობით, „ბუნებრივ ექოლოტები“ - დელფინები, ღამურები, ჭირველები და ფრინველის ზოგიერთი სახეობა უტყუარად გრეძნობს მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების მოახლოვებას.

საფრთხის მოახლოვებისას, ყველა ცხოველი პანიკას განიცდის და გაქცევას ცდილობს. ზოგჯერ მათი სტიქიის ადგილიდან თავის დაღწევის მცდელობა უცნაურად მოჩანს.

მაგალითად, ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე (2011 წლის 22 თებერვალი) კუნძული სტიუარტის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოირიყა. ადამიანურმა ტექნოლოგიამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო მიწისქვეშა რყევების დაფიქსირება და ამის შემდეგ უიძლიერესი მიწისძვრა მოხდა.

ისტორიული დოკუმენტების თანახმად, მსგავსი შემთხვევა 1556 წელსაც მოხდა. იანვარში ჩინეთის ცენტრალური რეგიონების მოსახლეობამ უცნაური ბუნებრივი ფენომენი შენიშნა: ზამთრის სიცივისა და თოვლის სქელი ფენის მიუხედავად, დედამიწის ზედაპირზე ათასობით გველი ამოვიდა. მინიშნებების კარგად მცოდნე ჩინელები მიხვდნენ, რომ დიდი უბედურება ელოდათ. ერთი თვის შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 820 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამწუხაროდ, იმ დროს ტექნიკურად შეუძლებელი იყო ცხოველების პროგნოზებზე ადეკვატური რეაგირება.

მიწისძვრების, ქარიშხლებისა და შტორმების მოახლოვებას თითქმის ყველა ცხოველი გრძნობს. მათ შორის ლომები, ცხენები, ანტილოპები, „სქელკანიანი“ სპილოები და ბეჰემოთებიც კი. შინაური კატები, ძაღლები და აკვარიუმის თევზები დედამიწის ოდნავ რყევაზე ან ატმოსფერული წნევის ცვლილებაზეც კი ნერვიულობას იწყებენ და ეს მშვენივრად განვითარებული ბუნებრივი ინსტიქტების წყალობით ხდება.

ანალოგიურად ხდება ტყის ცხოველების შემთხვევაშიც - ირმები, კურდღლები, ციყვები და ფრინველები ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატებას და ტყის ხანძრის მოახლოებას გრძნობენ და გაქცევას ცდილობენ.

უამრავი ცხოველი არა მხოლოდ სტიქიურ უბედურებებს, არამედ იმ განსაცდელსაც გრძნობს, რომელიც ადამიანს ელის. ამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე შინაური ცხოველები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში პატრონებს მიეჩვიენ. კატები თავიანთი ბუნებრივი „სენსორებით“, ულვაშებით, კანის ზედაპირით და მგრძნობიარე ცხვირით შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც ადამიანის სხეულში უსიამოვნო ცვლილებები ხდება. ისინი ადამიანი ავადმყოფობას და სიკვდილს წინასწარ ხვდებიან.

ბევრი ცხოველი ასევე გრძნობს ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების მოახლოებას. მაგალითად, 2011 წელს, ფუკუშიმას აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ადამიანებმა ცხოველების უცნაური ქცევა შენიშნეს. აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე, სადგურთან ახლოს, ძაღლმა ყმუილი და მიწის თხრა დაიწყო. სადგურის დაცვამ ძაღლი, რომელიც კატასტროფის მოახლოვებას გრძნობდა და ადამიანების გაფრთხილებას ცდილობდა, ტერიტორიიდან გააგდო. ნახევარი საათის შემდეგ უზარმაზარი აფეთქება მოხდა და მთელი რაიონი რადიაციით მოიწამლა.

ანალოგიურად, ძაღლი, რომელიც პატრონზეა მიოჯაჭვული, მის სხეულს თგრძნობს, როგორც საკუთარს. თუ ადამიანს საფრთხე ან სიკვდილი ემუქრება, ოთხფეხა მეგობარი მოსალოდნელ განშორების გამო წუხილს და ყმუილს იწყებს. დააკვირდით ადამიანის პატარა მეგობრებს და ეცადეთ მათი უსიტყვო მინიშნებები სწორად ახსნათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა