თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

როგორ გახდა ღარიბი ებრაელი მეწაღე მილიონერი - წარმატების ისტორია

Timberland-ის პროდუქცია, განსაკუთრებით კი მისი ყვითელი ბათინკები, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ საყოველთაოდ ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი ოდესელი ებრაელი ნათან შვარცი გახლავთ, რომელიც ერთ დროს უბრალო მეწაღე იყო და მოთმინებით აგროვებდა ფულს თავისი მიზნებისთვის... მან მხოლოდ 50 წლის ასაკში მოახერხა შეეგროვებინა იმდენი, რომ დაეწყო საკუთარი საქმე...

ნათან შვარცი 1902 წელს დაიბადა, ოდესაში, ებრაელების ოჯახში. მამამისი ასევე მეწაღე იყო. მეორე მსოფლიო ომის მიჯნაზე, მისი ოჯახი უკეთესი ცხოვრების საძებნელად, აშშ-ში, კერძოდ კი ბოსტონში გაემგზავრა.

მამის მსგავსად, ნათანიც მეწაღეობით დაკავდა. 16 წლისამ უკვე თავისი სახელოსნო მოიწყო, სადაც ფეხსამელებს კერავდა.

ნათანმა მხოლოდ 50 წლის ასაკში მოახერხა იმდენის მოგროვება, რომ საკუთარი საქმე წამოეწყო. 1952 წელს მან ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის აქციების ნახევარი შეიძინა და აქ დაიწყო სწორედ მისი აღმასვლაც...

აქედან 3 წლის შემდეგ ნათანმა მთელი კომპანიის შესყიდვაც მოახერხა. საქმე კარგად მისდიოდა, თუმცა შრომისმოყვარე ებრაელს მეტი უნდოდა... ის და მისი შვილები ყოველდღე თავს იმტვრევდნენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეეკერათ იდეალური ბათინკები, რომელიც იქნებოდა წყალგამძლ, რის საშუალებასაც იმ დროინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა. ამიტომ ატარებდნენ ექსპერიმენტებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ძირეული გარდატეხა მოხდა, როდესაც მათ შექმნეს რეზინის ძირთან ტყავის სპეციალური პრესის გამოყენებით შეერთების ტექნოლოგია. ახლა უკვე შესაძლებელი იყო ისეთი ბათინკების შეკერვა, რომელიც არ დასველდებოდა.

კომპანიის საქმე უფრო და უფრო კარგად მიდიოდა, მაგრამ ნათანი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებდა და ცდილობდა პროდუქცია კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა.

„მაშინ 10 წლის ვიყავი“ - იხსენებს ნათანის შვილიშვილი, ჯეფრი, რომელიც ახლა ბრენდ Timberland-ის მფლობელია, - „მამაჩემი ფაბრიკაში დიდი დროს ატარებდა, სახლშიც სულ ფეხსაცმელზე ლაპარაკობდნენ... და აი ბოლოს დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც მამამ სახლში მოიტანა პირველი Timberland-ი. ჩემმა ძმამ დაიყვირა: „მე არაფრით არ ჩავიცმევ ასეთ ბათინკს“ ისინი ხომ ყვითელია...“ აღმოჩნდა, რომ ხარისხზე ფიქრის დროს, ფერზე ფიქრისთვის ვერავინ მოიცალა...“

თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ყვითელი ფერი აღმოჩნდა Timberland-ის სავიზიტო ბარათი და ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი საბოლოო ჯამში იღბლიანი გამოდგა.

სულ მალე „ყვითელი ბათინკები“ მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. 1978 წელს The Abington Shoe Company გადაკეთდა Timberland Co-დ, ხოლო 10 წლის შემდეგ კომანიამ წარმოება გააფართოვა და არა მხოლოდ ფეხსაცმლის, არამედ ტანსაცმლის წარმოებაც დაიწყო.

ასე გახდა, ერთი ღარიბი ებრაელი მეწაღე მილიონერი...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა