თეგებით ძიება

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ნუ ეცდებით საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას, რადგან ბოლოს ყველაფერზე პასუხის გაცემა თავად მოგიწევთ. ნაკლები გულწრფელობა, რომ ინფორმაციის გაჟონვა თავიდან აიცილოთ. თუ დავალიანება გაქვთ, ეცადეთ რაც შეიძლება მალე გადაიხადოთ.

კურო
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ. თავი შეიკავეთ გადაწყვეტილების მიღებისგან, რომელიც ქონების ყიდვა-გაყიდვას ან საბანკო სესხებს ეხება. ინტუიციას ნაკლებად ენდეთ და ეწცადეთ თქვენი გამჭრიახი გონება „ჩართოთ.“

ტყუპები
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. შესანიშნავი დროა ნებისმიერი საკითხისა და პრობლემის მეგობრული მხარდაჭერისა და საქმიანი ნაცნობობის საშუალებით მოგვარებისთვის. ამ დღეს შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ.

კირჩხიბი
ეცადეთ იმ საქმეების მოგვარება, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად გართულდეს, სამომავლოდ გადადოთ. ეცადეთ არავის არაფერს დაპირდეთ. კარგი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად. ფინანსური თვალსარისით ამ დღეს მიზანშეწონილია გონივრული ეკონომიკის პრინციპების დაცვა.

ლომი
სამუშაოზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ამ დღეს რაც უფრო მეტი შეხვედრა გექნებათ, საქმის წარმატებით დასრულება მით უფრო ადვილი იქნება. ეცადეთ პირადი განცდები სხვა ადამიანებს არ დაანახოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ და უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ.

ქალწული
ამ დღეს იზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ცოდნისადმი ლტოლვა. სტუდენტები და მოსწავლეები მოკლე დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისებას შეძლებენ. ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი წარმატებით გადაწყდება. გირჩევთ მოერიდოთ კამათებსა და კონფლიქტებს, რომლებიც უშუალოდ თქვენ არ გიკავშირდებათ.

სასწორი
ამ დღეს ბევრი საქმე გელით და პრაქტიკულად, ყველას გაუმკლავდებით. თუ საქმით, თანამდებობით ან სამსახურით უკმაყოფილო ხართ, ეს ხელსაყრელი დღეა, რომ უკეთესი ვარიანტები მონახოთ - დღეს ბედი თქვენს მხარეზეა.

მორიელი
ეს დღე სხვადასხვა ცდუნებებით სავსეა და კარგად უნდა გესმოდეთ, რისი რისი უფლება შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ და რისი არა. ეცადეთ უარყოფით ემოციებს„გარეთ“ გამოსვლის საშუალება არ მისცეთ. თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც რომლებიც არ მოგწონთ ან რაღაცით გაღიზიანებთ.

მშვილდოსანი
ეცადეთ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ და ვითარების შეცვლისას სწრაფად იმოქმედოთ. მზად იყავით შრომატევადი სამუშაოსთვის, მაგრამ ერიდეთ საქმეებს, რომლებსაც შეიძლება ტრამვა მოჰყვეს. არახელსაყრელი დროა სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის.

თხის რქა
ამ დღეს შეიძლება თქვენში სიჯიუტემ გაიღვიძოს, რაც თქვენი გარემოცვიდან ყველას არ მოგეწონება და ამის საფუძველზე შეიძლება კონფლიქტები გაჩაღდეს. ვარსკვლავები გირჩევენ ამბიციები შეამციროთ და მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. დღის ბოლოს, ერიდეთ ოჯახის უფროს წევრებთან მნიშვნელოვან საუბარს. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.

მერწყული
ამ დღის გეგმების შედგენისას უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებსაც სწრაფი შედეგები მოჰყვება. ფინანსური თვალსაზრისით მიღწებული გადაწყვეტილებები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ძველ მეგობართან ან ოჯახის წევრთან რაღაც მიზეზის გამო, ურთიერთობა გაწყვეტილი გაქვთ, დროა შერიგებისკენ ნაბიჯი გადადგათ.

თევზები
ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეცადეთ მეტი სიფრთილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. შესაძლოა, ბევრი ფული დახარჯოთ ისეთი ნივთების შეძენაზწე, რომლებიც არაფერში გჭირდებათან. ამიტომ, ვარსკვლავებს გირჩევენ თავი შეიკავოთ მაღაზიებში წასვლისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა