თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

ავღანეთის დედაქალაქში ერთ დღეში ორი თავდასხმა მოხდა - არიან დაღუპულები

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში, ერთ დღეში ორი თავდასხმა მოხდა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ერთი თავდასხმა ქალაქის სამხრეთით მოხდა და მას ოთხი სახელმწიფო მოხელის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ქაბულის აღმოსავლეთით, რა დროსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი დაიღუპა. პირველ შემთხვევაში, მოქალაქეებს თავს შეიარაღებული პირი დაესხა და მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. მეორე შემთხვევაში, ავტომობილი ბომბზე აფეთქდა.

თალიბანი მომხდართან კავშირს უარყოფს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა