თეგებით ძიება

როგორ იმოქმედა პანდემიამ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემებზე? - პედიატრის რჩევა

სიმსუქნე გლობალური პრობლემა იყო და პანდემიამ კიდევ დაამატა, - ამის შესახებ პედიატრმა, ნინო თოთაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში ბავშვებში სიმსუქნის პრობლემაზე და მასზე პანდემიის გავლენის შესახებ ისაუბრა.

პედიატრი ურჩევს მშობლებს, ბავშვებს ეკრანთან კვების უფლება არ მისცენ.

"სიმსუქნე ეს არის გლობალურად მიმდინარე პრობლემა ბავშვებში. პუტკუნა ბავშვი ნამდვილად შეიძლება იყოს ჯანმრთელი, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა არის ჯანმრთელობა, ეს არ არის ტოლობა - პირიქით, ამ შემთხვევაში, მთელ რიგი სწორი მექანიზმებია გასატარებელი.

ბუნებრივია, ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს დაბალანსებული კვება, განათლების უფლება და წვდომა სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ, მთავარია ამ ყველაფრის დაყვანა რამდენად ხდება თითოეულ ბავშვზე.

სიმსუქნე შეიძლება 3 ფაქტორით იყოს გამოწვეული - გენეტიკური, ქცევითი, ანუ როგორია მისი კვების რეჟიმი დღის მანძილზე და გარემო ფაქტორები, ამ შემთხვევაში, ხელშემწყობი გამოდის პანდემია. ეს ისედაც გლობალური პრობლემა იყო და პანდემიამ კიდევ დაამატა.

არის სტატისტიკა, რომ, დაახლოებით, 5 საათით გაიზარდა თითოეული ბავშვის ეკრანთან მიჯაჭვულობა. შესაბამისად, იზრდება ნახშირწყლოვანი პროდუქტის მიღების რისკი. მშობლებს ვურჩევდი, ბავშვს ეკრანთან კვების უფლებას ნუ მივცემთ, შეძლებისდაგვარად შევუზღუდოთ ეკრანთან დამოკიდებულება. მათთან ერთად გააკეთონ საკვები და შესთავაზონ ბავშვს ორი დადებითი საკვები, ანუ სასარგებლო. არჩევანის უფლება ბავშვებს, მაგრამ ორივე მათგანი უნდა იყოს დადებითი,"-განაცხადა პედიატრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა