თეგებით ძიება
09. 02. 2021 მსოფლიო

ოპერაცია "კანონიერი ქურდი" - იტალიაში 55 ქართველი დააკავეს

იტალიაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია "კანონიერი ქურდის" ფარგლებში, 55 ქართველი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფებას ადგილობრივმა პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შედეგად მიაკვლია.

მედიის ინფორმაციითვე, ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“, სპეციალური ხელსაწყოებით ერთი ხელწერით ხორციელდებოდა, რომ არ დაეტოვებინათ სხვადასხვა შენობებსა და სეიფებში შეღწევის კვალი.

აქვე აღნიშნულია, რომ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი მეორე დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით უკრაინაში იგზავნებოდა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად, იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია კვლავ გრძელდება სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად. დაჯგუფება თანამშრომლობდა უნგრეთთან, ბელგიასა და პოლონეთთან – შესაბამისად, იტალიური პრესის ცნობით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ 35 პირი იძებნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა