თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 10 თებერვალს ქუთაისში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ჭიათურაშიც, სადაც +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დროგამოშვებით ნალექი და +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +14 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვა და +6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით +17 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა