თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთს მეცნიერები „განსაკუთრებით საფრთხილოს“ უწოდებენ. ამის შესახებ გამოცემა Sky News-ი წერს.

მეცნიერების განცხადებით, ქალაქ ბრისტოლში გამოვლენილი მუტაცია შესაძლოა კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს და ვაქცინის წინაშე გარკვეული მდგრადობა გამოიჩინოს. ამ შტამით ინფიცირებით 14 შემთხვევა ბრისტოლში, 4 კი მანჩესტერში დაფიქსირდა.

რაც შეეხება მეორე შტამს, რომელიც ლივერპულში დაფიქსირდა, მეცნიერების თქმით, ამჟამად ის „კვლევის სტადიაზეა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა