თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომელიც ლანჩხუთში მომხდარი საზარელი ავარიისას დაიღუპა

გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მამათის მკვიდრის 50 წლის სოსო კილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო.

ავტომობილი 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, დაშავდა გარდაცვლილის მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, თუმცა ოთხივ გადარჩა და ნორმალურად არიან.

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობელმა უთხრა, გადავარდნის შემდეგ მამაკაცს ღვედი ვერ გაუხსნია.

“გადავარდნის მერე უწვალია, მაგრამ ღვედი ვერ გაუხსნია, მეუღლეც ეხმარებოდა თურმე, მაგრამ ვერ გამოიხსნა და დაღუპულა საწყალი. ცოლ-შვილი კარგადაა, უკარგესი კაცი წავიდა ჩვენგან, დიდი ტრაგედია მოხდა”- გვითხრა დაღუპულის ახლობელმა.

შს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა