თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

ევროკავშირმა კოვიდვაქცინაციის ვადა 3 თვით გააგრძელა

ევროკავშირმა კოვიდვაქცინაციის დასრულების ვადა 3 თვით გადაწია. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ახალი გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 70%-ის აცრის დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება. თავდაპირველად ვაქცინაციის პროცესი ზაფხულამდე უნდა დასრულებულიყო.

ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან აღიარა, რომ ევროკავშირში ვაქცინების რეგისტრაციის პროცესი გაჭიანურდა, რამაც ვაქცინის წარმოება და მისი ტრანსპორტირება ასევე შეაფერხა. მან ასევე დაამატა, რომ „მილიონობით დოზის წარმოება რამდენიმე საათში შეუძლებელია".

ლაინემა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს მათი რეალიზაციის მხრივ პრობლემებს არ შეუქმნის, მაგრამ ევროკავშირი „საკუთარ სამართლიან წილს მოითხოვს“. „ვირუსთან ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირმა, რომლის მოსახლეობა 450 მლნ ადამიანია, წინასწარი შეთანხმება გააფორმა კომპანიებთან Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca, CureVac, Johnson & Johnson და Sanofi / GlaxoSmithKline.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა