თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ (ფოტოები)

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის შვი­ლი ივან­კა, ტრამ­პის საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ამავდრო­უ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო. ახლა კი, როცა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯახ­მა თეთ­რი სახ­ლი და­ტო­ვა, რო­გორც ჩანს, მან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ცხოვ­რე­ბის დატ­ვირ­თუ­ლი რიტ­მის­გან დას­ვე­ნე­ბა და გან­ტვირ­თვა გა­და­წყვი­ტა.

ივან­კა ტრამ­პი პა­პა­რა­ცებ­მა მა­ი­მი­ში, აპარ­ტა­მენ­ტის ვე­რან­და­ზე დას­ვე­ნე­ბი­სას შე­ნიშ­ნეს.

39 წლის ივან­კა თეთ­რი სახ­ლი­დან წას­ვლის შემ­დეგ ჯერ ფლო­რი­და­ში წა­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად ოჯახ­თან ერ­თად, ახლა კი მა­ი­ა­მის სა­ნა­პი­როს სტუმ­რობს, მზის აბა­ზა­ნებს იღებს და წიგნს კი­თხუ­ლობს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის თა­ვი­სი შვი­დი წლის ვაჟ­თან ერ­თად სა­დი­ლო­ბის დრო­საც და­ა­ფიქ­სი­რეს.

ამას­თან, pagesix.com-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ დო­ნალ­დის 39 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ფლო­რი­და­ში, Indian Creek Island-ზე 30-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­სახ­ლის აშე­ნე­ბას და სწო­რედ იქ ცხოვ­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

ეს არის კუნ­ძუ­ლი, რო­მელ­საც "მი­ლი­ონ­რე­ბის ბუნ­კერს" უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ამ ად­გი­ლას მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მისი უსაფრ­თხო­ე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და­ცუ­ლი. კუნ­ძულს ჰყავს სა­კუ­თა­რი 13-კა­ცი­ა­ნი პო­ლი­ცია და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლია 34 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცია. მე­დი­ის ცნო­ბით, ივან­კა ტრამპმა და ჯა­რედ კუშ­ნერ­მა ის ად­გი­ლი იყი­დეს, რო­მე­ლიც ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ასს ეკუთ­ვნო­და. ქო­ნე­ბის ზუს­ტი ფასი 31,8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მათ გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით 472 764 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

ამ კუნ­ძუ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ და ყო­ფილ მა­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არი­ან ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი, მი­ლი­არ­დე­რი კარლ იკა­ნი, ნორ­მან ბრე­მა­ნი, ად­რი­ა­ნა ლიმა, მი­ლი­ო­ნე­რი ჯეფ სო­ფე­რი, რიკი მარ­ტი­ნი. კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ყვე­ლა სახ­ლი­დან თვალ­წარმ­ტა­ცი ხედი იშ­ლე­ბა. მო­წყო­ბი­ლია გოლ­ფის მო­ე­და­ნი. კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებს ჰყავთ ცალ­კე პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს, თუ ვინ შე­დის. იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­ვის აქვს.

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ (ფოტოები)










თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა