თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

"კოვიდინფიცირებულისგან ნაყიდი ნერწყვი, თანამშრომელმა უფროსს ჩაიში ჩაუსხა" - LADbible

თურქეთში, ავტოსალონის მფლობელი, იბრაჰიმ უნვერდი ირწმუნება, რომ მისმა ქვეშევრდომმა კოვიდინფიცირებულისგან ნერწყვი იყიდა და ჩაის ჭიქაში ჩაუსხა - ინფორმაციას LADbible ავრცელებს.

სალონის მფლობელი დარწმუნებულია, რომ თანამშრომელს მისი მოკვლა სურდა. მან თანამშრომელს 215 ათასი თურქული ლირა (დაახლოებით 10.000 ლარი) გადაუხადა, რათა კლიენტთან ავტომობილის ყიდვა გაეფორმებინა, მაგრამ ქვეშევრდომმა მას მეორე დღეს დაურეკა და უთხრა, რომ გადახდილი თანხა კრედიტის დასაფარად გამოიყენა.

ავტოსალონის მფლობელი ამტკიცებს რომ მისმა ქვეშევრდომმა კოვიდინფიცირებული კაცისგან დაავადებულის ნერწყვით სავსე ბოთლაკი 70 დოლარად იყიდა, შემდეგ კი ეს ნერწყვი, უფროსისგან შეუმჩნევლად, მისი ჩაის ჭიქაში ჩაასხა, თუმცა, როგორც სალონის მფლობელი ამბობს, მას თანამშრომლის ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა, ამიტომ ჩაი არ დალია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა