თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

თურქეთი მთვარეზე მისიას 2023 წელს გააგზავნის – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 10-წლიანი კოსმოსური პროგრამა წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ ამბიციურ გეგმებსაც, როგორიცაა თურქი ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნა. ინფორმაციას გერმანული Deutsche Welle ავრცელებს.

“მთვარეზე პირველი დაშვება ჩვენ მიერ შექმნილი ჰიბრიდული რაკეტით მოხდება, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად გაეშვება. უფლის წყალობით, ჩვენ მთვარეზე მივდივართ”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მთვარეზე თურქი ასტრონავტების გაგზავნა ემთხვევა თურქული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

ერდოღანის განცადებით, თურქეთი გეგმავს კოსმოსური სადგურისა და გლობალური კომერციული ბრენდის შექმნას თანამგზავრების ინდუსტრიაში.

ვფიქრობთ, ეს გეგმა, რომელიც თურქეთს ჩართავს გლობალური კოსმოსური რბოლის უმაღლეს ლიგაში, იქნება წარმატებული”, – აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანს არ გაუსაჯაროებია პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა