თეგებით ძიება

რატომ არის დაბადებიდან პირველი 12 დღე ძალიან მნიშვნელოვანი?

ვიღაცას დაბადების დღის აღნიშვნა ხმაურიან კამპანიაში უყვარს და ამ დღის აღსანიშნავად დიდ წვეულებებს აწყობს, ვიღაცისთვის კი გვერდით ერთი ახლობელი ადამიანის ყოფნაც კი საკმარისია. ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ორივე მეთოდი კარგია, თუ საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ.

დაბადების დღე საუკეთესო მიზეზია, რომ ყველა სურვილი აისრულოთ. ასტროლოგები გვახსენებენ, რომ ყოველი ბრუნი მზის გარშემო ახალი ათვლის წერტილია, რომლის პირველ 12 დღეს უმჯობესია საკუთარ თავზე, საკუთარი სურვილებისა და ოცნებების განხორციელებაზე იზრუნოთ.

ამის გაკეთება როგორ მოვახერხოთ? ასტროლოგები გვირჩევენ, რო დაბადების დღიდან პირველი 12 დღის განმავლობაში, ფულისა და იღბალის მოზიდვისთვის მცირე რიტუალები უნდა ჩავატაროთ.

დაბადების დღის შემდეგ პირველი დღე მთლიანად საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ, დაგეგმეთ თქვენი ცხოვრების უახლოესი პერიოდი და მიზნის მიღწევის გზებზე იფიქრეთ. კარგად გააანალიზეთ რისი გაკეთება მოასწრეთ და რისი ვერა წინა წელს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის მჭედელია.

დაბადების დღის შემდეგ მეორე დღე საყიდლებს დაუთმეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს ისეთი ნივთი შეიძინოთ, რაც ძალიან მოგწონთ, რის შეძენაზეც ოცნებობდით, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეთ. სულ ერთია, ეს სახლისთვის საჭირო ნივთი იქნება თუ უბრალოდ, ელეგანტური წვრილმანი. გახსოვდეთ, საკუთარი ცხოვრება ლამაზი დასასარგებლო ნივთებით უნდა გაალამაზოთ, ხოლო უსარგებლო ნივთები თავიდან უნდა მოიცილოთ. ასეთ შემთხვევაში, ფულს და ბედნიერებას მაგნიტივით მიიზიდავთ.

დაბადების დღის შემდეგ მესამე დღე მოგზაურობასა და ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ. ეს იდეალური დღეა, რომ მეგობრებს და კოლეგებს შეხვედეთ და გაესაუბროთ ან რომელიმე სასიამოვნო ადგილი ერთად მოინახულოთ. ასტროლოგები შეგახსენებენ, რომ ეს არის ყველაზე შესაფერისი დღე ახალი ინფორმაციის აღქმისთვის, რომლის დახმარებით პრობლემებთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

დაბადების დღის შემდეგ მეოთხე დღე ოჯახს და მეგობრებს უნდა დაუთმოთ. მონახეთ დრო, რომ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს დაურეკოთ. თუ დახმარება სჭირდებათ, დაეხმარეთ ან უბრალოდ მოუსმინეთ. გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენს ზარს და ყურადღებას ყოველთვის ელიან. ასტროლოგები ასევე თილისმის გაკეთებას გირჩევენ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ.

დაბადების დღის შემდეგ მეხუთე დღეს სასურველია დიდი წვეულება მოაწყოთ და მეგობრები მოიწვიოთ. ცხოვრებაში ყოველთვის უნდა დატოვოთ ადგილი გართობისა და მხიარულებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ პარტნიორს ენდოთ, რადგან მისთვის ასევე მნიშვნელოვანია სიყვარული და მზრუნველობა. იცეკვეთ, იმღერეთ, გაერთეთ და ცხოვრებით დატკბით.

დაბადების დღის შემდეგ მეექვსე დღე სახლს უნდა დაუთმოთ. დაიწყეთ სახლის საფუძვლიანი დასუფთავება, მოაწესრიგეთ საბუთები, გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან. ახალი წელი შესანიშნავი შანსია, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ.

დაბადების დღის შემდეგ მეშვიდე დღე სიყვარულს უნდა დაუთმოთ. დაბადების დღიდან მეშვიდე დღე საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ პარტნიორს შეახსენოთ როგორ გიყვართ, მადლობა გადაუხადოთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. შეგიძლიათ ერთობლივი სადილი მოამზადოთ და სანთლების შუქზე მიირთვათ.

დაბადების დღის შემდეგ მერვე დღეს ზედმეტი და უსარგებლობგან უნდა გათავისუფლდეთ. გახსოვდეთ, რომ ეს „ბალასტი“ წინსვლაში ხელს გიშლით. იფიქროთ ახალ სამსახურზე, გაწყვიტეთ ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ ტკივილს გაყენებთ, მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და გახადეთ საკუთარი ცხოვრება ისეთი, როგორც გინდათ, რომ იყოს.

დაბადების დღის შემდეგ მეცხრე დღე დასვენებას უნდა მიუძღვნათ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს საუკეთესო დღეა ბილეთის შესაძენად სასურველ ადგილას სამოგზაუროთ.

დაბადების დღის შემდეგ მეათე დღეს ცვლილებზე ფიქრი უნდა დაიწყოთ. ესაუბრეთ უფროსს ანაზღაურების გაზრდის შესახებ ან ხელქვეითებს კითხეთ რატომაა ბიზნესი გაჩერებული. ამ დღეს, თამამად შეგიძლიათ ულტიმატუმების ენით ისაუბროთ.

ბოლო ორი დღე მშვიდ ატმოსფეროში უნდა გაატაროთ და მარადიულ ფასეულებებზე იფიქროთ. ენდეთ სამყაროს და ფული, წარმატება და ჯანმრთელობა თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა