თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

ჰალსტუხის ტარებაზე უარის თქმის გამო, დეპუტატი პარლამენტიდან გააძევეს

აბორიგენი მოსახლეობის, მაორების, ლიდერი, დეპუტატი რავირი ვაიტიტი ახალი ზელანდიის პარლამენტიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან სხდომათა დარბაზში ჰალსტუხის გაკეთბაზე უარი განაცხადა.
9 თებერვალს, საკითხის განხილვისას, პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა მას ორჯერ არ მისცა სიტყვით გამოსვლის უფლება, რის შემდეგადაც იგი პარლამენტიდან გააძევა. მალარდი აცხადებს, რომ მართალია პარლამენტში ჰალსტუხის ტარების წესი მისი აზრით, მოძველდა, მაგრამ ცოტა ხნით ადრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მას სთხოვა, რომ რეგლამენტის ეს მუხლი შენარჩუნებულიყო და მან კანონის შესაბამისად იმოქმედა. ამასთან, ვაიტიტის ადრეც ჰქონდა შენიშვნა მიცემული ამ საკითხან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვაიტიტის, ის აცხადებს, რომ საქმე ჰალსტუხში არ არის, უბრალოდ დასავლეთის სამყაროსთვის დამახასიათებელი დრეს-კოდის დაცვის იძულება, მისი უფლებების დარღვევასა და აბორიგენი მოსახლეობის კულტურის დათრგუნვას წარმოადგენს და ჰალსტუხს "კოლონიალური მარყუჟი" უწოდა.

ვაიტიტის ჰალსტუხის ნაცვლად ტაონგა - მაორების ტრადიციული კულონი ეკეთა.

"მე მოვიხსენი კოლონიალური ჰალსტუხი იმის ნიშნად, რომ ის აგრძელებს მაორების კოლონიზაციას, მოგუდვასა და უფკებების დარღვევას. არადა ყველანი თანასწორი ვართ, საქმე არც ჰალსტუხში და არც ტაონგაში, არამედ თანაბარ უფლებებში," - აცხადებს დეპუტატი.

"ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი," - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა