თეგებით ძიება
10. 02. 2021 მსოფლიო

პანდემიის გამო, Heineken-ის 8 ათასამდე თანამშრომელი უმუშევარი რჩება

ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამუშაო ადგილებს თითქმის 10%-ით შეამცირებენ, - ამის შესახებ BBC წერს.

კომპანია გადაწყვეტილებას ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მკვეთრად შემცირებული გაყიდვებით ხსნის. ჯამში, 8 ათასამდე თანამშრომელს მოუწევს სამუშაო ადგილის დატოვება. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის იქნებიან ამსტერდამში, სათაო ოფისში დასაქმებული ადამიანებიც.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2020 წელი მათთვის „არნახულად დამანგრეველი“ იყო. კოვიდპანდემიის პირობებში, Heineken-ს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოუწია ბარების დახურვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა