11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თავი შეიკავეთ სამსახურში ზედმეტი აქტიურობისგან. ვიღაცამ შეიძლება თქვენი ენთუზიაზმი არასწორად გაიგოს და სამუშაო დაგიმატოთ, რომელშიც დამატებით ანაზღაურებას ვერ მიიღებთ. ახლობეწლ ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით მომთმენი და თავი შეიკავეთ კრიტიკისგან.
კურო
სამსახურში საქმეები კარგად მიდის. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, რომ ოჯახში თბილი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. საღამოს ეცადეთ ისეთი საქმე გამონახოთ, რომელიც სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და დღის განმავლობაში დახარჯული რესურსების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ამ დღეს სასურველია ფიზიკური დატვირთვის შემცირება და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება. თქვენი ნერვული სისტემა შეიძლება ძალიან მგრძნობიარე იყოს, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ და შეძლებისდაგვარად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას, ეცადეთ ისეთი საქმე აკეთოთ, რომელსაც ბევრი დრო არ სჭირდება.
კირჩხიბი
ეს პერიოდი შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს, რადგან სტაბილურობის გრძნობა და თავდაჯერებულობა გაკლიათ. ეცადეთ პესიმისტური განწყობა თავიდან მოიცილოთ და თავი სასიამოვნო წვრილმანებით გაანებივროთ. ხელსაყრელი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყების, სპორტდარბაზში ან აუზზე წასვლისთვის.
ლომი
ლომებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება, რომელიც საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში წარმატებას და სარგებელს მოგიტანთ. ბოლოს და ბოლოს სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენს მოსაზრებას დააფასებს, ამიტომ შეგიძლიათ ახალი ბიზნეს-გეგმები თამამად წსარადგინოთ. სავარაუდოდ, სასურველ შედეგებს ადვილად მიაღწევთ.
ქალწული
ამ დღეს შეეცადეთ სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან ან უფროსთან. ენდეთ თქვენს ლოგიკას და ის სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. შესანიშნავი დროა საქმიანი დოკუმენტების გაფორმებისთვის.
სასწორი
ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის ამოცანები დაგეგმოთ, რადგან ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. გირჩევთ გარშემო მყოფთა მიმართ სიმპათია და კეთილგანწყობა გულუხვად გამოხატოთ და სანაცვლოდ რაღაც სასიამოვნო დაგიბრუნდებათ. საღამო კომფორტული დასვენებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის გამოიყენეთ. ეცადეთ სილამაზის ან სპა სალონს ესტუმროთ.
მორიელი
გირჩევთ შინაგან ხმას უფრო მეტად ენდოთ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით. გრძნობთ რომ ვიღაც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობს და ფარულად, ხაფანგს გიგებთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ფულის გასესხებისგან - თანხა არ დაგიბრუნდებათ და მოვალე თქვენს შესახებ ბინძურ ჭორებს გაავრცელებს.
მშვილდოსანი
შეიძლება დაბრკოლებებს იქ წააწყდეთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და დამნაშავის ძებნას. გირჩევთ მთელი ყურადრება მიმდინარე საკითხების მოგვარებაზე გადაიტანოთ. ნუ დაივიწყებთ ახლობლების მხარდაჭერას და თავადაც ნუ იტყვით დახმარებაზე უარს. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და სრულფასოვნად გამოიძინოთ.
თხის რქა
მთელ დღეს კოლეგებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ან ნაცნობებთან ურთიერთობაში გაატარებთ და ეს უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ. საქმე, რომელიც რთულად გეჩვენებათ ან გაღიზიანებთ, უმჯობესია, მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - გამორიცხული არ არის პრობლემა, რომელიც ექიმთან ვიზიტს მოითხოვს.
მერწყული
ერიდეთ სპონტანურ და დაუფიქრებელ მოქმედებას. თუ გრძნობთ, რომ თქვენს გარშემო ვითარება იძაბება, ეცადეთ მოვლენების ეპიცენტრში არ აღმოჩნდეთ. ხელსაყრელი დროა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და მეგობრებთან ერთად ერთობლივი საქმიანობის დაწყებისთვის.
თევზები
ხელსაყრელი პერიოდია შიდა კონფლიქტების დასაძლევად. შეგიძლიათ საკუთარ სურვილებსა და მიზნებს მიუახლოვდეთ, ამასთან უარი თქვათ უსაფუძვლო შიშზე და ეჭვებზე, რაც ამდენი ხანი წინსვლაში ხელს გიშლიდათ. სავარაუდოდ, მიზზი გექნებათ, რომ ღირსშესანიშნავი მოვლენა აღნიშნოთ და საკუთარი თავი ახალი შენაძენით გაახაროთ.