რა სურნელები და არომატები აღვივებენ მამაკაცებში გრძნობებს?
კვლევებმა აჩვენა, რომ საპირისპირო სქესს, პირველ რიგში, სხეულის ბუნებრივი სურნელი იზიდავს. ტოველი ადამიანი გამოჰყოფს უსუნო მოლეკულებს, ფერომონებს, რომლითაც ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვცნობთ. რა უნდა ვქნათ მაშინ, თუკი ბუნებრივი სურნელი საკმარისი არაა მამაკაცის მოსახიბლად? უნდა ავარჩიოთ პარფიუმი, რომელთა შემადგენლობაში შედის:
ბერგამოტი- მისი სურნელი მოდუნებას უწყობს ხელს და სიამოვნების მიღებისკენ უბიძგებს. ხელს უწყობს დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას, ასტიმულირებს ემოციებს.
ილანგ-ილანგი - ნერგავს თავდაჯერებულობის გრძნობას, ასტიმულირებს ინტუიციას და აღვიძებს შემოქმედებით პოტენციალს. ამიტომ, თუკი თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა გრძნობები უეცრად გამოხატა, ეს სრულიად შესაძლებელია ილანგ-ილანგის ბრალი იყოს.
ჟასმინი- ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ის ატარებს "სურნელების მეფის" ტიტულს, აძლიერებს ეროტიკულ პულსაციებს და საუკეთესო ფრანგული სუნამოების მუდმივი კომპონენტია.
დარიჩინი - ათბობს და ზრდის სექსუალურ ენერგიას.
როზმარინი - შთააგონებს დ და ასევე ზრდის ეროტიული კონტაქტების ხანგრძლივობას.
intermedia.ge
ხილის სურნელი - იზიდავს ძლიერ მამაკაცებს, აღვივებს ზრუნვისა და დაცვის სურვილს.