თეგებით ძიება

რაღაცა რუსული გავლენებით პატრიარქის გადაყენება არის სრული აბსურდი - თეოლოგი

თეოლოგი ლევან აბაშიძე რუსული გეგმით პატრიარქის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას „არაფრით გამაგრებული ჭორები უწოდა“.

„არ გამიკვირდება, რომ იყოს საუბარი იმ ეპარქიებში ეპისკოპოსების დანიშვნაზე, რომლებსაც არ ჰყავს ეპისკოპოსი. რაც შეეხება საკითხს, რომ რაღაცა რუსული გავლენებით პატრიარქის გადაყენება იგეგმება, ჩემი აზრით, ეს არის სრული აბსურდი, არაფრით გამაგრებული ჭორებია“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სინოდის სხდომა გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა