თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

Facebook-ი ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტებს შეამცირებს

Facebook-ი ნიუსფიდში პოლიტიკური კონტენტის შეამცირებას გეგმავს. ამის შესახებ სოციალური ქსელი თავის ვებგვერდზე წერს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ფინანსური ანგარიშის დროს განაცხადა, ხალხი ხშირად ამბობს, რომ არ სურთ თავიანთ ნიუსფიდში პოლიტიკის შესახებ პოსტები იხილონ. ამასთან დაკავშირებით სოციალურმა ქსელმა გადაწყვიტა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მიდგომა შეამოწმოს, რათა უკეთ გაიგოს, რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას.

უკვე ამ კვირაში პოლიტიკის შესახებ პოსტები შემცირდება კანადაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში, უახლოეს კვირაში კი - აშშ-ში.

Facebook-ში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ორგანოების შეტყობინებებს არ შეზღუდავენ, აგრეთვე კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები აქვეყნებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა