თეგებით ძიება

ტყიბულში მეშახტეები პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 9 მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი კომპანიის მხრიდან განახევრებული ხელფასების დარიცხვას აპროტესტებენ. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, იანვარში დაგეგმილზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვების გამო, მეშახტეებს კომპანიამ ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა, რასაც დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა.

პროფკავშირში საქნახშირის ამ მიდგომას არასწორს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა შეფასება, რამ გამოიწვია გეგმის არ შესრულება.

“ეს არ იყო დასაქმებულების ბრალი. ხანძარსაშიშროება იყო ნახშირის მოპოვების დროს და ამიტომ ვერ შესრულდა გეგმა. ამის გამო განახევრებული ხელფასები გამოუწერეს. ჯერ უნდა მომხდარიყო შეფასება და მეშახტეები არ უნდა დაზარალებულიყვნენ. ჯერჯერობით ადეკვატური რეაქცია არ აქვს [კომპანიას], — ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

მისივე თქმით, საქნახშირის არაადეკვატური პოზიცია იმაშიც გამოიხატება, რომ შინაგანი წესის დარღვევისთვის კომპანია პროტესტის მონაწილეების სამსახურიდან გათავისუფლებასაც აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის შახტში დასაქმებულები ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს ხშირად აპროტესტებენ. გასული წლის მარტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.

On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა