თეგებით ძიება

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება უახლოეს დღეებში აღდგება

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.

"შესაძლოა, უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს. რა თქმა უნდა ცალკეული რეგულაციების გამოყენებით", — განაცხადეს სუს-ში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ენგურის ხიდი ორივე მხრიდან ჩაკეტილი იყო. მაშინ, როცა, ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში შემოვლითი გზებით ან ენგურის ხიდით გადმოდიოდნენ, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენდნ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეორე დღიდან, თებერვლის ბოლოს ჩაკეტა. ენგურის ხიდზე თავისუფალი გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა