თეგებით ძიება
11. 02. 2021 მსოფლიო

პორნოგრაფიული ჟურნალ Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში, პორნოგრაფიული ჟურნალის, Hustler-ის დამფუძნებელი ლარი ფლინტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფლინტმა პორნოგრაფიული ჟურნალის პირველი ნომერი 1973 წელს გამოსცა. თამამი ფოტოსესიების ხარჯზე Hustler-მა პოპოულარობა მალე მოიპოვა და იმ დროისთვის 20-წლიანი ისტორიის მქონე Playboy-ის გაუწია კონკურენცია. 1975 წელს, ერთ-ერთ ნომერში აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედი ონასისის შიშველი სურათი დაიბეჭდა, რომლის მოპოვებისთვის ფლინტმა პაპარაცის $18 000 გადაუხადა. 1978 წელს ფლინტს უცნობმა კაცმა იარაღიდან ესროლა, თავდასხმის შედეგად ფლინტი წელს ქვევით სამუდამოდ პარალიზებული დარჩა და ეტლით გადაადგილება უწევდა. წლების შემდეგ ბრალი სერიულმა მკვლელმა, ჯოზეფ პოლ ფრანკლინმა აღიარა, რომელსაც მისურის შტატის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, განაჩენის აღსრულებამდე ერთი თვით ადრე ფლინტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანკლინის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, მიუხედავად ამისა 2013 წელს განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

Hustler-ის დაფუძნების დღიდან ფლინტს სასამართლოში არაერთხელ მოუწია გამოცხადება, ჟურნალის აკრძალვას არაერთი შტატი თუ ქრისტიანული ორგანიზაცია ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთ პროცესზე გამომცემელმა ამერიკის დროშა საფენად გამოიყენა, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის გამო ფლინტს 6-თვიანი პატიმრობა მოუწია.

ჟურნალის დაფუძნებისა და გახმაურებული სასამართლო პროცესების შესახებ 1996 წელს მილოშ ფორმანმა ბიოგრაფიული ფილმი "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" გადაიღო, მეამბოხე გამომცემელის როლი ვუდი ჰარელსონმა შეასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა